კონტაქტი

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 09:30 - 18:30 icon_widget_image ქ. თბილისი. გ. ცქიტიშვილის ქ. N2, 0178 icon_widget_image (+995) 322 19 74 76 icon_widget_image info@energony.ge
თბოელექტროსადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია

თბოელექტროსადგური არის სისტემა, რომელიც წიაღისეული საწვავის წვით და სითბოს გამოყოფით წარმოქმნის ელექტროენერგიას. საწვავი შეიძლება იყოს ნავთობი, ნახშირი, ბუნებრივი აირი და სხვა

თბოელექტროსადგურს აქვს ძალიან სპეციფიკური ინფრასტრუქტურა და მახასიათებლები იმისთვის, რომ გარემოზე მაქსიმალურად შემცირებული ზემოქმედებით გამოიმუშავოს ელექტროენერგია. მისი ინფრასტრუქტურა მოიცავს საწვავის შენახვის სისტემებს, ქვაბებს, ტურბინებს, გენერატორებს, გაგრილებისა და ელექტროენერგიის გადამცემ სისტემებს.

საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული გამოცდილების თანახმად, ელექტროენერგიის წარმოების ზრდის ტემპი წინ უნდა უსწრებდეს მოთხოვნის ზრდას. ელექტრო ენერგიის პიკური მოხმარების პერიოდში სეზონური დეფიციტის აღმოფხვრის ყველაზე რაციონალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს თბოელექტროსადგურების მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს კლიმატისგან დამოუკიდებელი გენერაციის განვითარებას, ენერგოსისტემის დაბალანსებას და სტაბილურ ფუნქციონირებას, საკუთარი რესურსების გამოყენებით.

გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აშენებულ იქნა თბოელექტროსადგურების 10 ბლოკი, 1800 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რომელთა ფუნქციონირება, გარკვეული მიზეზების გამო, დღეისათვის შეზღუდულია 500 მგვტ-მდე.

თანამედროვე პირობებში ენერგოსისტემაში ბაზისური სიმძლავრეების არსებული დეფიციტის შემცირების მიზნით, ამავე ტერიტორიაზე აშენდა ორი, ახალი, 250-250 მგვტ-ი სიმძლავრის თბოელექტროსადგური, კომბინირებული ციკლის აირტურბინული დანადგარებით, რომელთა სიმძლავრე და მოქნილობა გარდაბნის აირტურბინულ დანადგართან ერთად (100 მგვტ-ი) ენერგოსისტემის საიმედოდ და ეფექტურად მართვის საშუალებას იძლევა.

თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თბოელექტროსადგურების ფუნქციონირება დამოკიდებულია საწვავით მომარაგებაზე, რომელიც დღეისათვის საქართველოში წარმოადგენს იმპორტირებულ ნედლეულს.