კონტაქტი

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 09:30 - 18:30 icon_widget_image ქ. თბილისი. გ. ცქიტიშვილის ქ. N2, 0178 icon_widget_image (+995) 322 19 74 76 icon_widget_image info@energony.ge
მზის ელექტროსადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია

განახლებადი ენერგიის ერთ-ერთ წყაროს მიეკუთვნება მზის ენერგია, რომლის სრულფასოვანი და უსაფრთხო გამოყენება არაერთი წამყვანი სახელმწიფოსთვის წარმოადგენს ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებას

როგორც ცნობილია, მზის ენერგია, ყველა სხვა ტრადიციული ენერგიის წყაროსგან განსხვავებით, პრაქტიკულად ამოუწურავი და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა ხდება მთელი რიგი მუდმივად განვითარებადი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორებიცაა ფოტოელექტრონული სისტემები (მზის პანელები) და თერმული ენერგიის კონცენტრაციის სისტემები (ლინზები და სარკეები).

მზის ენერგიისგან მიღებული ელექტროენერგიის გამოყენება შესაძლებელია, როგორც საერთო ქსელში ჩართვით, ასევე ინდივიდუალური მოხმარებით.
საქართველოს მზის ენერგიის მიღებისა და გამოყენების საკმაოდ მაღალი პოტენციალი აქვს.

უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც წელიწადში 1900-2200 საათს შეადგენს. საქართველოში მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი შეფასებულია 110მგვტ-მდე სიმძლავრით, რაც წლიურად 34 ათასი ტონა პირობითი სათბობის ექვივალენტურია.

სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის დანერგვაში, რითაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა, საერთო ქსელში ჩართოს საკუთარი ელექტროსადგური. მსგავსი ტიპის ელექტროსადგურებით შესაძლებელია 500 კილოვატამდე სიმძლავრის მიღება, რაც მეტად მიმზიდველია ინვესტორთათვის. ამასთან, ელექტროსადგური და მოხმარების ობიექტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ლოკაციაზე.

მზის ენერგიის გამოყენება სულ უფრო მეტად ხდება შესაძლებელი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო მიზნებისთვის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენება კი მეტად კონკურენტუნარიანს ხდის ბაზარზე. ახლო მომავალში მზის ენერგიის, როგორც მწვანე ენერგიის ათვისება, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახდება.