კონტაქტი

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 09:30 - 18:30 icon_widget_image ქ. თბილისი. გ. ცქიტიშვილის ქ. N2, 0178 icon_widget_image (+995) 322 19 74 76 icon_widget_image info@energony.ge
საწარმო

კომპანიაში 1956 წლიდან ფუნქციონირებს ელექტრო მექანიკური, საზეინკლო მექანიკური და ჰიდრო დანადგარების სარემონტო საამქრო და საჩარხო პარკი. ისინი აღჭურვილია 50-მდე უმსხვილესი, იშვიათი სახეობის ჩარხებით და დაზგა-დანადგარებით:

♦  პლაზმური ჭრის ჩარხი
♦  ფურცელსაღუნი დაზგა
♦  კარუსელური ჩარხები
♦  რადიალური საბურღი მანქანები
♦  სახარატო ხრახნმჭრელი ჩარხები
♦  შიგმჩარხავი მანქანა, პროგრამული მართვით
♦  შიგმჩარხავი ჩარხი ხელის მართვით
♦  გრძივი მრანდავი ჩარხები
♦  ვერტიკალური საღარავი ჩარხი
♦  ჰორიზონტალური სარანდი ჩარხი
♦  ჰორიზონტალური ბრტყლად სახეხი ჩარხები
♦  ელექტრო ხიდური ამწეები, ტევადობით 5ტ,10ტ, 20ტ, 50ტ
♦  უნივერსალური საბურღი ჩარხი
♦  უნივერსალური საბურღი მანქანა
♦  ჰიდრავლიკური პრესები, დაწოლის სიმძლავრით 63ტ, 100ტ
♦  ფოლადის ფურცლოვანის საჭრელი ჰელიოტინები
♦  უნივერსალური მაკრატლები მრგვალი ფოლადის კვეთისთვის
♦  მუდმივი დენის ხელით რკალური შედუღების აპარატები
♦  მუდმივი დენის ხელით რკალური შედუღების მრავალ სალტიანი აპარატი
♦  ავტომატური შედუღების აპარატი
♦  მრგვალად საღუნი ჩარხი

ენერგონის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის ექსპერტების მიერ ხდება შემდეგი ტიპის სამუშაოების შესრულება:

♦   ყველა ტიპის და სიმძლავრის გენერატორის პოლუსების აღდგენა-რეაბილიტაცია

♦   სხვადასხვა დიამეტრის სფერული და დისკური საკეტების მიწოდება-მონტაჟი და კაპიტალური შეკეთება

♦   სხვადასხვა სიმძლავრის ტუმბოების და ძრავების სრული აღდგენა

♦   ჰიდრო აგრეგატების მაკომპლექტებელი დეტალების აღდგენა ან/და ახლის დამზადება

♦   სახარატო სამუშაოები

♦   კარუსელური სამუშაოები

♦   საფრეზი და სარანდი სამუშაოები

♦   საკისრების აღდგენა ბაბიტის ახალი ფენის ჩასხმით და ჩარხვით

♦   ნებისმერი სირთულის მეტალოკონსტრუქციის დამზადება და აღდგენა

♦   ფურცლოვანი ფოლადების ვალცირება

♦   ნებისმიერი სისქის ფურცლოვანი ფოლადის პლაზმური ჭრა

♦   ფურცლოვანი ფოლადის ჭრა გილიოტინით