კონტაქტი

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 09:30 - 18:30 icon_widget_image ქ. თბილისი. გ. ცქიტიშვილის ქ. N2, 0178 icon_widget_image (+995) 322 19 74 76 icon_widget_image info@energony.ge
ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია

ქარი წარმოადგენს ენერგიის მიღების ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც აღიარებული და დანერგილია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ

ალტერნატიული განახლებადი ენერგიების ათვისების აუცილებლობა გამოიწვია წიაღისეული ენერგორესურსების მარაგების შემცირებამ და მის მოპოვებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. აღნიშნული წყაროების გამოყენების ეფექტურობას, ძირითადად, მათი ამოუწურაობა და ეკოლოგიური სისუფთავე განსაზღვრავს. განახლებადი ენერგიისადმი ინტერესი გაიზარდა ტრადიციული ორგანული სათბობის (ნავთობი, ნახშირი, ბუნებრივი აირი და ა.შ.) გაძვირების ფონზეც.

ქარის ელექტროსადგური ინდივიდუალური ტურბინების ჯგუფია, რომელიც ქარის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად. ქარის ელექტროსადგურებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლიათ როგორც ენერგოსისტემაში, ასევე ჩიხურად, მომხმარებელთა იზოლირებულ ქსელში.

ქარის ელექტროსადგურები შეიძლება განლაგებული იყოს როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე, სადაც მნიშვნელოვნად იზრდება მისი სიჩქარე.

ქარის ტურბინების დამზადების ტექნოლოგიური წინსვლა და დიზაინის ოპტიმიზაცია განაპირობებს სიმძლავრის ზრდას, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მნიშვნელოვნად მცირდება გარემოზე ზემოქმედება.

საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი. ქარის ენერგეტიკული პოტენციალის მიხედვით, საქართველოს ტერიტორია დაყოფილია ზონებად. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილია ქარის ეფექტური ელექტროსადგურების განლაგების რამდენიმე პერსპექტიული პოლიგონი, რომლებიც შეიძლება განთავსდეს ფოთის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისის, რიკოთის უღელტეხილის და მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიებზე. მიუხედავად ამისა, დღეისათვის ქვეყანაში მხოლოდ ერთი, შიდა ქართლის ქარის ელექტროსადგური ფუნქციონირებს, რომლის დადგმული სიმძლავრე 20მგვტ-ს არ აღემატება.

ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენერგიის განახლებადი წყაროების გეგმაზომიერ და სრულფასოვან ათვისებას ენიჭება. ამ მხრივ, ახლო მომავალში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე ერთ-ერთი პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულება იქნება.