კონტაქტი

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 09:30 - 18:30 icon_widget_image ქ. თბილისი. გ. ცქიტიშვილის ქ. N2, 0178 icon_widget_image (+995) 322 19 74 76 icon_widget_image info@energony.ge
ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია

ენერგონის მიერ წარმატებით შესრულებული მრავალი პროექტი არის გარანტი იმისა, რომ ნებისმიერი სირთულის ქვესადგურს მაღალი სტანდარტებით ავაშენებთ

ქვესადგური ენერგოინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ის წარმოადგენს ტრანსფორმატორების, ელექტროენერგიის გარდამქმნელების, მართვის, დაცვისა და სხვა დამხმარე მოწყობილობების  ერთობლიობას, რომლის დანიშნულებაა სხვადასხვა წყაროს მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიღება, გარდაქმნა და განაწილება.

ქვესადგურებში განთავსებული ტრანსფორმატორები უზრუნველყოფენ ძაბვის დარეგულირებას. ამამაღლებელი ტრანსფორმატორები ამაღლებს ელექტრულ ძაბვას შესაბამისი დენის ძალის შემცირებით, დამადაბლებელი ტრანსფორმატორები კი, ამცირებენ გამომავალ ძაბვას დენის ძალის პროპორციული გაზრდით. ძაბვის აწევის აუცილებლობა გამოწვეულია გადასაცემი ელექტროენერგიის  აქტიური სიმძლავრის დანაკარგების შემცირებით და გადამცემი ხაზის სადენებში გამოყენებული მეტალის ეკონომიით. ამასთან, რაც უფრო მეტია ძაბვა, მით მეტი სიმძლავრის ელექტროენერგიის გადაცემა არის შესაძლებელი უფრო დიდ მანძილზე.

ენერგონი 2005 წლიდან ახორციელებს ქვესადგურების რეაბილიტაციას და მშენებლობას. ჩვენი კვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური გუნდის და გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მეშვეობით, გვაქვს რესურსი და მუდმივი განვითარების მუხტი, რომელიც აუცილებელია პროექტების წარმატებით შესრულებისთვის.