კონტაქტი

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 09:30 - 18:30 icon_widget_image ქ. თბილისი. გ. ცქიტიშვილის ქ. N2, 0178 icon_widget_image (+995) 322 19 74 76 icon_widget_image info@energony.ge
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია

ენერგონი მუდმივ მზადყოფნაშია, ყველაზე რთული სიტუაციების, რელიეფის და ინფრასტრუქტურის პირობების გათვალისწინებით, შეასრულო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტები

ელექტროგადამცემი ხაზები ენერგოსისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია, რომლის მეშვეობითაც ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდება მომხმარებლებს.

ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა, რომლის წარმატებით გადაწყვეტა ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული რესურსების ეფექტურად გამოყენებას. ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, ახლო მომავალში, გენერაციის ობიექტების მშენებლობასთნ ერთად აუცილებელი ხდება გადამცემი ქსელის მნიშვნელოვანი განვითარება, როგორც მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის გზით.

საქართველოში ელექტროფიკაციის განვითარება დაიწყო 1927 წელს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენებით, რომლის დადგმული სიმძლავრე პირველ ეტაპზე 12.8მგვტ იყო. ზაჰესი-თბილისის ელექტროგადამცემი ხაზი პირველი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზია საქართველოში, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ენერგეტიკული სისტემის განვითარებას. ელექტროენერგიის გადაცემა ზაჰესიდან თბილისამდე ხორციელდებოდა 35კვ ძაბვის ორჯაჭვიანი ელეტროგადამცემი ხაზით, რომლის სიგრძეც 15კმ-ს შეადგენდა.
დღეისათვის საქართველოს გენერაციის ობიექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 3000მგვტ-ის ფარგლებშია, ხოლო გადამცემი ქსელი შედგება 500კვ (923კმ), 400კვ (32კმ), 330კვ (21კმ), 220კვ (1900კმ), 110კვ (3552კმ) და 35კვ (2300კმ) ელექტროგადამცემი ხაზებისაგან და 10500მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის სატრანსფორმატორო ქვესადგურებისაგან.

ენერგონს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციის უამრავი ფართომასშტაბიანი პროექტი შეუსრულებია.