პროექტი – ორჯაჭვა 330კვ ეგხ 1, 2 გარდაბანი სამშენებლო სამუშაოები.
პროექტის ღირებულება – 27,854,455.30 ლარი.
დამკვეთი – სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“
შემსრულებელი – სს ენერგონი
აღნიშნული პროექტის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს გადამცემი
ქსელის განვითარების 2019-2029 წლების ათწლიანი გეგმა.
ობიექტი მდებარეობს მარნეულის და გარდაბანის რაიონში. ელექტროგადამცემი ხაზი ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს ქვესადგურებით „გარდაბანი-500“და „აღსტაფა“.
ტრასის საწყის წერტილს წარმოადგენს თბილსრესის პორტალური საყრდენი, ხოლო
საბოლოო წერტილია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, წითელ ხიდთან.
ხაზის სიგრძე შეადგენს 18,504 კმ-ს.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან ეგხ-ს ტრასა გრძელდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღსტაფას ქვესადგურამდე.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ერთჯაჭვიანი 330კვ ეგხ „გარდაბანის“ დემონტაჟი. რაც გამოწვეულია კოროზირებული საყრდენების და ექსპლუატაციის ვადებიდან გამომდინარე, ასევე სადენს ექსპლოატაციის ვადებიდან გამომდინარე, ამოწურული აქვს მუშაობის რესურსი.
330კვ ეგხ `გარდაბანის~ გაორჯაჭვიანება ფაზაში 2xAC300/67 მარკის
სადენით განხორციელდება.
საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში
საქართველო-აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის
მიმოცვლის შესაძლებლობას 1000 მგვტ-მდე გაზრდის.
ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ააიპ არქეოლოგიური განვითარების ფონდისა და A ტიპის ინსპექტირების ორგანოს, საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის ზედამხედველობით.
პროექტის დასრულების ვადა – 2022 წელი.
პროექტზე დასაქმებულთა რაოდენობა : 100-მდე ადამიანი
აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ენერგოსისტემებს შორის პარალელურ რეჟიმში ოპერირების საიმედოობას.