ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი – ზედა რუს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის და გამანაწილებელი არხების მშენებლობა/რეაბილიტაცია!
დამკვეთი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შემსრულებელი – სს ენერგონი
პროექტი ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტში!
ზედა რუს არსებული სარწყავი არხები არის გრუნტის და ხდება დიდი რაოდენობით სარწყავი წყლის გადინება მიწაში.
აღნიშნული პროექტის განხორციელება გაზრდის რეგიონის სარწყავი სისტემის ეფექტიანობას. გაუმჯობესდება წყლის მიწოდება სოფელ ქვემო ნიქოზის, საქაშეთის, საქაშეთის დევნილთა დასახლების, ფხვენისის, შინდისის, ვარიანის, სასირეთის, არაშენდას, რუისის, ურბნისის, ბრეთის მეურნეობის ნაწილის 2500 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე!
ამასთან, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შემცირდება სარწყავი წყლის დანაკარგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უხვი მოსავლიანობისთვის!
პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ!
გავაკეთებთ!