„შავი ზღვის 500 კვ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა” სამი მიმართულებით ხორციელდება. ესენია:
- ვარძიის 500 კვ. ხაზი – გარდაბანი-ახალციხის მიმართულებით
- ზეკარის 500 კვ. ხაზი – ახალციხე-ზესტაფონის მიმართულებით
- მესხეთის 400კვ. ხაზი – ახალციხე-თურქეთის მიმართულებით
გარდაბანი-ახალციხის 187კმ. მანძილზე 500 კვ. ე.გ.ხ. მშენებლობა ახალციხის ქვესადგურიდან იწყება და გარდაბნის ქვესადგურში მთავრდება. გადამცემი ხაზი საქართველოს სამხრეთ დასავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.რაც შეეხება, ახალციხე-ზესტაფონის მონაკვეთს, მის 70კმ. მანძილზე 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს.ახალციხე-თურქეთის საზღვართან კი 35 კმ-ზე 400კვ. სამუშაოები მიმდინარეობს. სს „საქენერგორემონტი” შემდეგი სახის სამუშოებს ასრულებს:
- 500 კვ გადამცემი ხაზის რეაბილიტაცია და მშენებლობა, რომელიც აკავშირებს ზესტაფონისა და გარდაბნის არსებულ 500 კვ ქვესადგურებს ახალციხის გავლით.
- ახალი 500/400 კვ და 400 კვ ქვესადგურის მშენებლობას ახალციხის მიმდებარედ.
- ახალციხის ქვესადგურიდან თურქეთის საზღვრამდე 30 კმ-ის ახალი 400 კვ-იანი ხაზის გაყვანა.
- ზესტაფონისა და გარდაბნის ქვესადგურების გაფართოება, რომლის საშუალებითაც ჩაირთო ახალი 500 კვ ხაზი აღნიშნულ ქვესადგურებში.
ეს სამუშაოები ანძების, ფუნდამენტების, მავთულის, ოპტიკურბოჩკოვანი კაბელის მონტაჟს მოიცავს. მათ შორისაა, ახალციხის რაიონში, ციხისძირის უღელტეხილზე №49 წერტილზე დამონტაჟებული УС-750-1-90+15 ტიპის ანძა. 51 მეტრი სიგრძით. რაც დაახლოებით 17 სართულიან კორპუსს უდრის. მისი წონა 71,35 ტონას შეადგენს.500 კვ-იანი ელექტრო გადამცემი ხაზის მეშვეობით შესაძლებელი იქნება 700 მვტ სიმძლავრის ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. აქედან გამომდინარე, ხაზი გამოყენებული იქნება მტკვარი ჰესის მიერ მთავარ საექსპორტო ქსელად. მტკვარი ჰესი ელექტრო ქვესადგურიდან მხოლოდ 2.5 კილომეტრითაა დაშორებული, რაც ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მნიშვნელოვნად აისახება ხარჯების დაზოგვაში.შავი ზღვის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი” სს „საქენერგორემონტის”ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. იგი იმ ენერგო-პროექტებს შორისაა, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ელექტრო ენერგიის გადამცემი სისტემის გასაუმჯობესებლად განხორციელებულა. ეს ხაზი საქართველოს ელექტრო სისტემას დააკავშირებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ენერგო მომხმარებელთან – თურქეთთან.