მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტი – „წყალტუბო-ახალციხის“ და „ახალციხე-თორთუმის“ მშენებლობა!
პროექტის ფარგლებში აშენდება:
- 103 კმ სიგრძის 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „წყალტუბო-ახალციხე“
- საქართველო-თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი, 34 კმ სიგრძის 400 კვ. ეგხ „ახალციხე-თორთუმი“.
აღნიშნული პროექტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას შეუქმნის ქვეყნის მდიდარი ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისებას.
შედეგად:
- გაძლიერდება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ინტერკონექცია, როგორც თურქეთის ენერგოსისტემასთან, ასევე ევროპის ერთიან სინქრონულ ზონასთან
- მკვეთრად გაიზრდება ქვეყნის ენერგოქსელის გამტარუნარიანობა და საიმედოობა
- შეიქმნება 500კვ-იანი ენერგეტიკული მაგისტრალის „ენგური-ზესტაფონი-ახალციხე“ სარეზერვო ქსელი
- შემცირდება ავარიული გამორთვებისა და მიუწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას შეუწყობს ხელს
დამკვეთი: სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
კონტრაქტორი: საერთაშორისო სამშენებლო კომპანია KEC International Limited
ქვეკონტრაქტორი: სს ენერგონი
დაფინანსება: გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკი (KfW)
საზედამხედველო/საინჟინრო მომსახურებას გერმანული საკონსულტაციო კომპანია Fichtner GmbH განახორციელებს.
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა 2025 წელს დასრულდება.
გავაკეთებთ!