კონტაქტი

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 09:30 - 18:30 icon_widget_image ქ. თბილისი. გ. ცქიტიშვილის ქ. N2, 0178 icon_widget_image (+995) 322 19 74 76 icon_widget_image info@energony.ge

500 კვ-ს ВВБ-500 ტიპის ერთი ერთეული და 220 კვ-ის ВВБ-220 ტიპის სამი ერთეული სახაზო საჰაერო ამომრთველის კაპიტალური შეკეთება

500 კვ-ს ВВБ-500 ტიპის ერთი ერთეული და 220 კვ-ის ВВБ-220 ტიპის სამი ერთეული სახაზო საჰაერო ამომრთველის კაპიტალური შეკეთება

დამკვეთი: შპს ენგურჰესი
პროექტის ღირებულება: 139 830
შესრულების ვადები: 2008/05/08 – 2008/12/31
500 და 200 კვ ერთეულის სახაზო საჰაერო ამომრთველის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები: ამომრთველის პოლუსების მოხსნა პირველი საყრდენი იზოლატორიდან და სადგარზე დადგმა, ზედა და ქვედა მოდულების განცალკევება და საყრდენზე დადგმა, საშუალედო და საყრდენი იზოლატორებიდან ჰაერმიმწოდებელი მილების ამოღება, ზედა და ქვედა მოდულების დაშლა, ორივე მოდულის სარქველების დაშლა, ძირითადი დენგამტარი კონტაქტების ამოღება, საშუალედო კონტაქტების დაშლა, შემადგენელი ნაწილების დეფექტაცია, მათი ვარგისიანობის განსაზღვრა, რემონტი დაზუანებული ნაწილების შეცვლა, ჰაერის შემამჭიდროვებელი რეზინების შეცვლა, იზოლატორების შიდა და გარე ზედაპირების გაწმენდა, ყველა სარქველის შემადგენელი ნაწილების გარეცხვა, რემონტი და აწყობა, ჰაერგამტარი ფტოროპლასტის მილების შიდა და გარე ზედაპირის დაწმენდა სპირტით და მათი ვიზუალური დათვალიერება, მილების ადგილზე დაყენება, რეზინების გამოცვლა, მოდულების ეპოქსიდის შემყვანების დემონტაჟი, მათი ზედაპირული დათვალიერება, გაწმენდა სპირტით და იზოლაციის გამოცდა, მოდულების ეპოქსიდის შემყვანების ჩაყენება ჰაერის შემამჭიდროვებელი რეზინების გამოცვლით, ძირითადი დენგამტარი და შუალედური კონტაქტების ზედაპირული რემონტი, გარეცხვა ზედაპირების დამუშავება ზუმფარის ქაღალდით, გაჩარღვა, დაზიანებული კონტაქტების შეცვლა, აწყობა და დატოვება ჩართულ მდგომარეობაში, სარქველების შემადგენელი ნაწილების გარეცხვა, დეფექტაცია, აწყობა, რეგულირება და მონტაჟი, კონდენსატორების მოხსნა, გაწმენდა, ელექტრული გამოცდების ჩატარება და დაყენება, მოდულების შიდა ზედაპირების გარეცხვა, აწყობა და რეგულირება, ზედა და ქვედა მოდულების გაერთიანება და სასალტე მილების დაყენება, პოლუსის ყველა საშუალედო ჰაერის მილების გაწმენდა და მიყენება რეზინის გამამკვრივებლების გამოცვლით, პოლუსის დადგმა საყრდენ იზოლატორზე, საშუალედო მართვის და გამშვები სარქველების, მართვის ბლოკის დემონტაჟი, შემადგენელი ნაწილების რემონტი და მათი მონტაჟი, ამძრავის აწყობა, ამომრთველის ყველა ელექტრული და მექანიკური პარამეტრების შემოწმება, რეგულირება და მათი ნორმამდე მიყვანა, შლეიფების მიერთება და 24-საათიანი განიავების შემდეგ დარეგულირება, ცილინდრის სვლის გაზომვა.

Project Info

Date: