
სპეც. ტექნიკით მომსახურება
ენერგონს საკუთრებაში აქვს 300-მდე სპეც. ტექნიკით და მსუბუქი ავტომობილით შემდგარი ავტოპარკი, რაც აძლევს საშუალებას საკუთარი რესურსით და მანქანა-მექანიზმებით განახორციელოს მსხვილი ენერგოინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოები

სპეც-ტექნიკის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს 120-ზე მეტი იშვიათი გამოცდილების და უნარების მქონე მექანიკოსი და მძღოლ-ოპერატორი.
ენერგონი მუდმივად ანახლებს ავტოპარკს, იმისთვის, რომ კომპანიას ჰყავდეს იშვიათი სახეობის, თანამედროვე და სრულად აღჭურვილი სამშენებლო ტექნიკა.
საკუთარი ობიექტების მომსახურების გარდა, ჩვენ სხვა კომპანიებსაც ვაძლევთ საშუალებას იჯარით გამოიყენონ 100-მდე გამართული სპეც. ტექნიკა.
ენერგონის გამოცდილი ოპერატორები დაგეხმარებიან თქვენი პროექტების უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელებაში.