
შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის პოლიტიკა

თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოებაზე და გარემოს დაცვაზე ზრუნვა ენერგონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მენეჯმენტს გაცნობიერებული აქვს მაღალი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში იზრუნოს თითოეული თანამშრომლის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. ამ მიზნით, კომპანიაში შექმნილია შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის დეპარტამენტი. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და შესაბამის პოლიტიკას აყალიბებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო დონის მენეჯერი.
ჩვენი მიზანია:
- უზრუნველვყოთ უსაფრთხო სამუშაო გარემო
- რისკების შეფასების და ეფექტური მართვის გზით თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები, აღმოვფხვრათ სახიფათო ქმედებები და გარემოებები
- უზრუნველვყოთ შრომის უსაფრთხოების კულტურის მუდმივი გაუმჯობესება და თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება
- შესაბამისობაში ვიყოთ ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებებით
- არ დავაბინძუროთ გარემო და გავუფრთხილდეთ მას
ჩვენ მიგვაჩნია, რომ შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის გამართული სისტემის არსებობა უმნიშვნელოვანესია ჰოლდინგის წარმატების მისაღწევად.