

ჩვენ შესახებ

ჩვენ, ენერგო ინფრასტრუქტურის ექსპერტები, 1956 წლიდან დღემდე უწყვეტად ვაშენებთ, ვარემონტებთ და მომსახურებას ვუწევთ ენერგო ინფრასტრუქტურას, ენერგიის უწყვეტი მოძრაობის, საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების უზრუნველსაყოფად.
სს ენერგონი, ყოფილი სააქციო საზოგადოება საქენერგორემონტი, მის მიერ ათწლეულების მანძილზე წარმატებით განხორციელებული მრავალი ენერგეტიკული პროექტის შედეგად, ჩამოყალიბდა დარგის წამყვან კომპანიად საქართველოში.
ენერგონს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაში და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით ლიდერი კომპანიის სტატუსს იკავებს.
დღეს ენერგონი წარმოადგენს ჰოლდინგური ტიპის კომპანიას და ფლობს მრავალპროფილურ შვილობილ კომპანიებს, რომლებიც ასევე წარმატებით ოპერირებენ ქართული ბაზრის სხვადასხვა სექტორში.
საამაყოა, რომ ენერგონში, დღიდან დაარსებისა, სხვადასხვა დროს 6000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა, რომელთა პროფესიონალური ძალისხმევის შედეგია ასობით წარმატებული ენერგეტიკული პროექტი. დღეისათვის ენერგონი 600-მდე თანამშრომელს აერთიანებს.
მისია

ენერგეტიკის მშენებლობისა და მომსახურების ქართული ექსპერტიზისათვის მსოფლიოში დამსახურებული ადგილის მოპოვება და შენარჩუნება
ხედვა და მიზნები

ჩვენი მიზანია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის ხელშეწყობა ენერგო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო დონეზე შენებით და მომსახურებით.
მუდმივი ტრანსფორმაციის მუხტი არის ენერგონის გუნდის ყველა წევრის ძირითადი ღირებულება, რაც გვაძლევს ძალას, არასდროს შევწყვიტოთ განვითარება და მუდმივად ვიყოთ თანამედროვე კომპანია, რომელსაც ყოველთვის შეუძლია დანერგოს და გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები, მეთოდები და მიდგომები ყველა სახის ენერგო ინფრასტრუქტურის შენებისთვის.
ჩვენ ვართ ენერგო ინფრასტრუქტურის ექსპერტთა გუნდი, რომლის ცოდნის, გამოცდილების, საქმისადმი მიდგომის და ურთიერთმომგებიანი გადაწყვეტილებების ეიმედება ნებისმიერ პარტნიორს.
ენერგონის ძირითადი შვილობილი და ასოცირებული კომპანიები

შპს ენჯიროუდი
გზების და სხვა სამოქალაქო ობიექტების მშენებლობა
შპს ენჯილაინი
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა
შპს ჰევი ექვიფმენთ
სპეც. ტექნიკით მომსახურება
სერთიფიკატები და ჯილდოები
