დამკვეთი: ვარდნილჰესების კასკადი
პროექტის ღირებულება: 11 570 300
შესრულების ვადები: 2006/06/15 – 2007/05/15
ვარდნილჰესის კასკადის №1 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციისათვის საჭირო მოწყობილობა დანადგარებისა და დეტალების მოწყობილობა-მონტაჟი, სამუშაოთა შესყიდვის ფარგლებში მოხდა – გენერატორის კვანძების დემონტაჟი – სტატორის აქტიური ფოლადისა და გრაგნილის დემონტაჟი, სტატორის ჩარჩოს მომზადება, ახალი აქტიური ფოლადისა და გრაგნილის მიწოდება-მონტაჟი, როტორის პოლუსების ხვიათაშორისი და კორპუსული იზოლაციის შეცვლა საქარხნო პირობებში როტორის ფერსოს შემოწმება, ფორმის აღდგენა და ცხლად გადასოლვა ახალი ტირისტორული აგზნების სისტემის მიწოდება, აგზნების არსებული სისტემის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი, გენერატორის ჰაერგამყოფი ფარების შეცვლა, საკონტაქტო რგოლების შეკეთება საკონტაქტო ზედაპირების ხეხვითა და პოლირებით, მუსადამჭერი მექანიზმის შეკეთება და მუსების შეცვლა, გენერატორის ჰაერგამაციებლების შეკეთება, საგენერატორო ძაბვის, დენის ტრანსფორმატორების მიწოდება-მონტაჟი, გენერატორის განივი დიფერენციალური დაცვის მოწყობილობის მონტაჟი და გაწყობა, მიმმართველ საკისრებაზე ბაბიტის ახალი საფარის მოწყობა, გენერატორის დემონტირებული კვანძების და დეტალების მონტაჟი, გენერატორის და ტურბინის ღერძების გადაბმა.